სამართალი
სერგო ქავთარაძე ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს

serg-samart-3საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი - სერგო ქავთარაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირების რეესტრიდან ამოიღეს. ინტერპოლის ვებგვერდზე ქავთარაძის შესახებ მონაცემები აღარ იძებნება.

წითელი ცირკულარიდან სერგო ქავთარაძის ამოღებას საფუძვლად დაედო იმ საქმის შესწავლა, რაშიც საქართველოს პროკურატურა სერგო ქავთარაძეს ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ სერგო ქავთარაძე ხელმძღვანელობდა  ააიპ "ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს" და მის მიმართ აღძრული საქმე სწორედ ამ ფონდში მის საქმიანობას უკავშირდებოდა.