სამართალი
ირაკლი ურუმბეგაშვილი: „დაიჭირეთ ხაზარაძე!“

urum-samart-2საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. ნჰკ ( ნიდერლანდების ჰელსინკის კავშირი - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის) გენერალური მდივანი, საქართველოს ჰელსინკის კავშირის გამგეობის წევრი, აფხაზეთის ომის ვეტერანი ირაკლი ურუმბეგაშვილი ხელისუფლებას და საქართველოს პრემიერ მინისტრს „თიბისი" ბანკის დირექტორი მამუკა ხაზარაძის დაკავებას სთხოვს.

სასწრაფოდ დააკავეთ მამუკა ხაზარაძე, რადგან მისი ქმედება ანტიქართულია და ანტიეროვნული.....

სასწრაფოდ დააკავეთ მამუკა ხაზარაძე, რადგან მას, მთელი ბორჯომის პოლიცია მოსყიდული და ნაყიდი ჰყავს ....

სასწრაფოდ დააკავეთ ხაზარაძესთან ერთად ყველა პოლიციელი, რომელნიც მოყოლებული სააკაშვილის პერიოდიდან მუშაობენ პოლიციაში და წლების განმავლობაში, გამწარებული ჰყავთ ბორჯომი და ბორჯომის ხეობაში მაცხოვრებლები ...

თუ გინდათ, რომ ყველაფერ სიმართლეს ფარდა აეხადოს ...

დააკავეთ , დაიჭირეთ მამუკა ხაზარაძე და სიმართლეც გაირკვევა!

შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს

თუ თქვენ ამ გარეწარს არ დაიჭერთ... ჩვენ, ერი, ჩავთვლით, რომ თქვენც ამ თაღლითის (მამუკა ხაზარაძის) თანამოაზრეები ხართ...

დაიჭირეთ გათახსირებული ხაზარაძე თუნდაც იმიტომ, რომ 1988 წელს სულმნათ მერაბზე ხელი ასწია!

დაიჭირეთ ხაზარაძე",- წერს ურუმბეგაშვილი სოციალურ ქსელში.