განზრახ მკვლელობის მუხლით 15 წლის მოზარდი დააკავეს
15 წლის მოზარდი 80 წლის ნიკოლოზ ჯიბაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 27 ნოემბერს სამტრედიის რაიონ სოფელ ღანირში ჯიბაშვილის ცხედარი მეზობლებმა ყანაში იპოვეს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს. პოლიციის თქმით, მოზარდმა თანამზრახველთან ერთად ჯიბლაშვილს თავში ქვა ჩაარტყა. შემდეგ კი მისი სხეული ნაჯახით დაანაწევრეს. დაკავებულებმა დანაშაული უკვე აღიარა. შშს-მ საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღძრა.