საზოგადოება
"მეორე თუ მესამე დღეს მოვიდა თავდაცვის სამინისტროში და ვუთხარი ამის შესახებ, ყველაფერს დავარქვი თავისი სახელი, ვუთხარი ის, რასაც კაცი კაცს ეტყვის ამ შემთხვევაში და მან ყველაფერი გადაიტანა სხვაზე, სხვა პიროვნებაზე. იმ დროს მე საერთოდ დავკარგე ამ ადამიანთან ურთიერთობის სურვილი და ურთიერთობის პატარა ძაფიც თუ იყო დარჩენილი, ისიც ჩაიჭრა. მე ამ ადამიანთან ურთიერთობა მაშინ დავამთავრე, პოლიტიკური ურთიერთობა გავაგრძელე", - აღნიშნა მან.
ნანუკა ჟორჟოლიანის კითხვაზე, შეიჭრა თუ არა ახალი ხელისუფლება მის პირად სივრცეში, ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „კი, და მე ეს მას (ბიძინა ივანიშვილს) ვუთხარი კიდეც, რომ სააკაშვილს არ უკადრია ის, რაც შენ იკადრეთქო. მე მაშინ სააკაშვილის უსამართლობას დავუპირისპირდი და გადმოვედი ოპოზიციაში და ახლაც ივანიშვილის წინააღმდეგ ვარ ბრძოლაში შესული“.