საზოგადოება
პარლამენტში სომეხთა გენოციდის აღიარების მოწოდების გამო დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

dapir-sazog-2საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. 15 აპრილს ქუთაისის პარლამენტის სხდომაზე სამველ პეტროსიანმა სომეხთა გენოციდის აღიარება მოითხოვა.
თავის დროზე დაგმობილი რომ ყოფილიყო სომეხთა გენოციდი, არ მოხდებოდა მსგავსი ტრაგედიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მიმაჩნია, რომ ასეთი დანაშაულებები არ უნდა განმეორდეს არცერთი ერის წინააღმდეგ“, - განაცხადა პეტროსიანმა.

მას ეთნიკურად აზერბაიჯანელი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის წევრი აზერ სულეიმანოვი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გენოციდი კი არა, სამოქალაქო დაპირისპირება იყო და ამ ომში უფრო მეტი თურქი დაიღუპა, ვიდრე სომეხი.

„ქართული ოცნების“ წევრმა მახირ დარზიევმა განაცხადა, რომ გენოციდის აღიარება დაძაბავს ურთიერთობებს მეზობელ თურქეთთან. რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ნატოს წევრი ქვეყანაა.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრმა გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა სამინიტროს ძალოვანმა სტრუქტურებმა ადეკვატურად იმოქმედონ ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

„ხელისუფლება, თუ ოპოზიცია, ყველა ერთად უნდა ვიყოთ ამ საქმეში იმიტომ, რომ ჩვენ ვალი გვაქვს ამ ხალხის წინაშე“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.