აქტუალური
თემურ ბასილია: „ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა“

basilia-aqtual-3საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი.ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძის ყოფილმა ეკონომიკურმა მრჩეველმა განაცხადა.

„პროკურატურის ეს განცხადება სიცრუეა: მე მაქვს ოფიციალური წერილი ინტერპოლის ცენტრალური ოფისიდან, სადაც ბოდიშს მიხდიან, რომ მართალია აშშ-მა პოლიტდევნილის სტატუსი მოგანიჭათ, მაგრამ საქართველოს მთავრობა არის წინააღმდი, რომ ძებნილთა სიიდან ამოგიღოთ და სხვა რაღაცები შემომთავაზეს, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლიაო.

ასე რომ, ადეიშვილის ძებნილთა სიიდან ამოღება მინიმუმ საქართველოს მთავრობის თანმხმობით მოხდა.

აი ეს არის სიმართლე და არა ამათი უვიცური განმარტებები... უუნაროები ხართ“, - აცხადებს ბასილია.