აქტუალური
გია ხუხაშვილი: „მომავალ არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება ქვეყნის განვითარებას უფრო შეაფერხებს"

xuxa-aqtual-2საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი. გია ხუხაშვილმა ეს განცხადება გაზეთ ,,რეზონანსთან“ საუბრისას გააკეთა. მისი თქმით ,,ასეთ გაერთიანებებს პოზიტიური ამოცანის შესრულება, რომელიც სახელმწიფოს განვითარებისკენაა მიმართული, არ შეუძლიათ“.

ახლა ,,ქართულ ოცნებაში" შედიან პარტიები, რომელთაც არც ერთმანეთი უყვართ და არც ერთნაირად აზროვნებენ. ამას ღიადაც გამოხატავენ. თუმცა, საკუთარი უსუსურობა არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ ერთმანეთს გამოეყონ“,- აღნიშნავს ექსპერტი.

ხუხაშვილის თქმით, ის ისურვებდა, რომ საზოგადოებას მომავალ არჩევნებზე ერთიანი ფასეულობების პლატფორმაზე დაფუძნებული კოალიცია ეხილა.

,,კოალიციაში შემავალი თოთოეული სუბიექტი გრძნობს, რომ ცალკე არაფერს წარმოადგენს. მათი შემაკავშირებელი ცემენტი სწორედ უსუსურობის შეგრძნებაა. ეს კი კიდევ ერთი არაჯანსაღი კომპონენტია. ასე რომ, ვისურვებდი მომავალ არჩევნებზე სხვა ტიპის კოალიცია გვეხილა. ის უკვე ერთიანი ფასეულობების პლატფორმაზე უნდა დაფუძნდეს - ერთიანი ხედვითა და პროგრამით. დეტალებზე შეიძლება იდავონ, მაგრამ ძირითად ორიენტირებზე, გრძელვადიან გეგმებზე არ შეიძლება სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდეთ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.