აქტუალური
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობის და საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

migrant-aqtual-1საქართველო, 17 აპრილი, საქინფორმი.  შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: გიორგი ც, ნაირა ა. და უზბეკეთის მოქალაქე ფერუზა . დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ც-ს თავის მფლობელობაში არსებული, "ფორდ-ტრანზიტი"-ს მარკის მიკროავტობუსის სახურავში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სამალავი, რომლის საშუალებითაც საზღვარზე მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა. სამართალდამცველებმა მიკროავტობუსის დათვალიერებისას აღმოჩინეს ფარული სამალავი, მასში დამალული ნაირა ა. და ფერუზა კ, რომლებიც ფარულად, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლას.