უცხოეთი
თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის კომპარტიის პოლიტსაბჭომ უკრაინის პრეზიდენტის მისამართით განცხადება გააკეთა
afsni-zar-3საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადის მიერ „უკრაინაში კომუნისტური და ნაციონალ-სოციალისტური ტოტალიტარული რეჟიმების დაგმობისა და მათი პროპაგანდისა და სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით აფხაზეთის კომუნისტური პარტიის პოლიტსაბჭომ უკრაინის პრეზიდენტის მისამართით გააკეთა განცხადება, სადაც ნათქვამია: „ჩვენ არ გვესმის, როგორ შეიძლება აიკრძალოს უკრაინის კომუნისტური პარტიის საქმიანობა და კომუნისტური სიმბოლიკა. ვიმედოვნებთ, რომ გადაიხედება ასეთი უსამართლო დამოუკიდებულება უკრაინის კომპარტიის მიმართ, ვინაიდან ის მშრომელი ხალხის ჭეშმარიტი ინტერესების გამომხატველია“, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.