უცხოეთი
პოლონეთმა პრეტენზია გამოთქვა დასავლეთ უკრაინის ქონებაზე!

polSa-zar-2-anსაქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. პოლონეთში შეიქმნა ორგანიზაცია, რომელიც დასავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთის ყოფილი ქონების მფლობელებისთვის დაბრუნების საკითხებზე მუშაობს. ამის შესახებ ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარტია „სმენას“ ლიდერმა მათეუშ პისკორსკიმ განაცხადა:

ორგანიზაცია ოფიციალურად დაფუძნდა გუშინ ლუბლინში. რაც შეეხება ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, ისინი მდგომარეობს უკრაინის ტერიტორიაზე დაკარგული უძრავი ქონებისა და საკუთრების სხვა სახეობებისათვის კომპენსაციის მიღების შესაძლებლობის სამართლებრივ ანალიზში“. პოლონელმა ჟურნალისტ-ემიგრანტმა მარიუშ მაქს კოლონკომ პოლონური გამოცემა  Do Rzeczy-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შემადგენლობაში შედის პოლონეთის ისტორიული მიწების ნაწილი. მისი თქმით, უკრაინა პოლონეთის მოკავშირე არ არის, მით უმეტეს, მეგობარი. „ძლიერი უკრაინა პოლონეთის ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა პოლონელმა ჟურნალისტმა.