შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფი დააკავა
საქართველო, 16 აპრილი,
საქინფორმი. შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრი:
მურმან ს, ბექა ს, ბესიკ ც, არკადი მ, ხვიჩა ა და
ნუკრი ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებულმა ბრალდებულებმა დიღმის მასივში,
ნაილი გ-ს ბინაში შეაღწიეს, მას და მის შვილებს ხელ-ფეხი შეუკრეს.
შემდეგ კი, სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნაყაჩაღარი ოქროს ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.