აქტუალური
დავით ბაქრაძე: „15 წლის განმავლობაში აშშ-სგან არასდროს ყოფილა ამდენი კითხვის ნიშანი და შეშფოთება საქართველოსთან დაკავშირებით"

bakraZe-aqtual-3საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. დავით ბაქრაძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს. უმცირესობის ლიდერი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად უკვე შეხვდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს. უმცირესობის ლიდერის განცხადებით, ქვეყნის ამოცანა შეერთებული შტატების მხარდაჭერის შენარჩუნებაა, ვინაიდან ეს მხარდაჭერა ნიშნავს საქართველოს მომავალს.

15 წლის განმავლობაში, რაც მე რეგულარული კონტაქტი მაქვს შეერთებული შტატების კანონმდებლებთან, არასდროს ყოფილა იმდენი კითხვის ნიშანი და იმდენი შეშფოთება საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც ამ ვიზიტის განმავლობაში დამხვდა ვაშინგტონში... მე ძალიან მაწუხებს ის პესიმიზმი, ის შეშფოთება, რომელიც ვაშინგტონში არსებობს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და საქართველოს მომავალთან დაკავშირებით“,-განაცხადა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.