აქტუალური
ელჩი ნორლანდი: „ყველა ქვეყანაშია პრობლემა, როდესაც ახალგაზრდები გარკვეული პირების მხრიდან რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან“

radikal-aqtual-2საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების გაყვანის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს.

"ყველა ქვეყანა, მათ შორის, ევროპა და ამერიკაც დგას იმ პრობლემის წინაშე, როდესაც ახალგაზრდები გარკვეული პირების მხრიდან რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან. სოციალური, ეკონომიკური, უსაფრთხოების სფეროები - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროცესი იქნას დაბრკოლებული. საქართველო ამ მხრივ ნამდვილად არ არის უნიკალური შემთხვევა. ჩვენ ძალზეც ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რომელიც ჩამოგვიყალიბდა საქართველოს მთავრობასთან ამ პრობლემასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნორლანდმა.