აქტუალური
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის მეთაურს, არმიის გენერალ ჯონ კემპბელს შეხვდა
avRan-aqtual-1საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტს განაგრძობს. გენერალური შტაბის უფროსმა და ავღანური მისიის ხელმძღვანელმა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ქართველი სამხედროების წვლილზე ისაუბრეს. გენერალმა კემპბელმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის თითოეულ ჯარისკაცს მადლობა გადაუხადა. "მტიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობისას, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეული მოინახულა და მეთაურისგან ქვედანაყოფის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია მოისმინა.