საზოგადოება
შარიათ წინწალაშვილი: „პანკისელი მოზარდები სირიაში სამხედრო სამსახურს გადიან“

cincalaSv-sazog-3საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის ბებია შარიათ წინწალაშვილი ჰყვება, რომ მისი შვილიშვილი ბოლო დროს სკოლას აცდენდა, მეჩეთში დადიოდა და, სავარაუდოდ, ვაჰაბიტებთან ურთიერთობდა. ეს განცხადება შარიათ წინწალაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში“ საუბრისას გააკეთა (ვიდეო იხ. აქ). მისი თქმით, გამოკითხვის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდები თბილისის აეროპორტამდე ადგილობრივმა ტაქსის მძღოლმა მიიყვანა. მისივე განცხადებით, მოზარდები სირიაში სამხედრო სამსახურს გადიან. შარიათ წინწალაშვილი ამბობს, რომ ტაქსის მძღოლი გაპარული ბავშვის მამამ იპოვა და მისგან შეიტყო, რომ ახალგაზრდები თბილისის აეროპორტში მივიდნენ. თუმცა ოჯახისათვის სხვა დეტალები უცნობია.

სირიიდან უკვე თერთმეტი ბიჭის ცხედარი ჩამოასვენეს. საომრად რამდენია წასული, ცნობილი არ არის.