საზოგადოება
პანკისელი მუსლიმ კუშტანაშვილი - დედას: „თუ გამომიშვეს, ხვალვე წამოვალ“
kuStanaS-sazog-2საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი.  სირიაში წასული 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის დედამ არ იცის მიზეზები, თუ რის გამო წავიდნენ ახალგაზრდები პანკისიდან. სოფლიდან წასულ შვილთან ამინათ წინწალაშვილს სატელეფონო საუბარი ერთხელ ჰქონდა. "არ ინერვიულო, მალე ჩამოვალ. თუ გამომიშვეს, ხვალვე წამოვალო," - უთხრა მუსლიმ კუშტანაშვილმა სატელეფონო საუბრისას დედას (ვიდეო იხ. აქ). კუშტანაშვილის დედა ჰყვება, რომ შვილის გაუჩინარებამდე სახლიდან მამის პასპორტი დაიკარგა. ოჯახმა ამ დრომდე ვერ დაადგინა, როგორ აიღო მოზარდმა უცხოეთში გასამგზავრებლად პასპორტი და ეჭვი აქვთ, რომ მას უცხო პირი ეხმარებოდა, რადგან მუსლიმ კუშტანაშვილი პანკისში იზრდებოდა და თბილისში ერთხელაც არ იყო ნამყოფი.