სამართალი
წითელ ხიდზე საზღვრის დამრღვევი დააკავეს

sazgvariშსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა წითელი ხიდის ტერიტორიაზე საზღვრის უკანონოდ   გადაკვეთის   მცდელობისას კიდევ ერთი პიროვნება დააკავეს. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ პიროვნებას, რომელიც მისი განმარტებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე კოსტია სირაბეგიანია, პირადობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი არ გააჩნდა. მას დაახლოებით 200 კილოგრამი კონტრაბანდული საქონელი გადაჰქონდა. საზღვრის დამრღვევი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.