საზოგადოება
„პანკისიდან სირიაში ახალი ჯგუფი აპირებს წასვლას - ერთი მათგანი ჯერჯერობით თბილისში იმყოფება“
borCaSv-sazog-1საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. განცხადება ამის შესახებ პანკისიდან სირიაში წასული ახალგაზრდის დედა თინა ბორჩაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" საუბრისას გააკეთა (ვიდეო იხ. აქ). მისი თქმით, პანკისის ხეობის მცხოვრებლები ლაპარაკობენ, რომ ახალგაზრდებს სოფელ ჯოყოლოში შეხვედრები აქვთ გარკვეულ პირებთან, რომლებიც უშუალოდ სთავაზობენ წასვლას სირიაში. თინა ბორჩაშვილი ჰყვება, რომ მისი ერთი შვილი უკვე სირიაშია და იბრძვის, მეორე შვილს კი, რომელიც პანკისში ცხოვრობს, სწორედ სოფელ ჯოყოლაში შესთავაზეს წასვლა. ის პრობაციონერია და საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში საჭირო თანხის გადახდასაც დაპირდნენ. დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი ამჟამად თბილისში იმყოფება, თუმცა მისი გგმების შესახებ  არაფერი იცის.