ბიძინა ივანიშვილი: „მე ვარ ერთადერთი, ვინც აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს!"
საქართველო, 16 აპრილი,
საქინფორმი. ჟურნალისტების შეკითხვებს
ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ბიზნესცენტრთან უპასუხა.
„მთავრობას მართავს მთავრობის მეთაური, იშვიათად თუ დამირეკავენ და რჩევას მკითხავენ, ეს ნორმალურია და მთელს მსოფლიოში ხდება... მთავრობაში არავინაა ჩემი ნათესავი და არც ვინმესთან ვმეგობრობ მათში, ვინც დღეს მთავრობაშია. საზოგადოებაში მაქვს დიდი ნდობა და იციან ჩემი პრინციპული პოზიცია, რომ ყველასგან ვითხოვ კანონის დაცვას. როგორც მოქალაქე ხმას ამოვიღებ და ჩემს ხმას ძალა ექნება... მე ვარ ერთადერთი მათგანი, ვინც აკმაყოფილებს ილიას სიტყვებს - ყველამ ერთად და თითოეულმა ცალკე უნდა გავიაზროთ, რომ ნაწილი ვართ ერისა და საკუთარი წარმატება უნდა ვეძებოთ ჩვენი ერის წარმატებაში, მე ვარ ერთადერთი მათგანი, ვინც ამ წესებს იცავს. თუ ვმართავ მთავრობას, და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ ვმართავ, ვაკეთებ ყველაფერს საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.