უცხოეთი
აშშ ირანისთვის რუსული С-300-ის მიწოდების წინააღმდეგია

postavki-zar-1საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ორშაბათს პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც უფლებას იძლევა, თეირანს გადაეცეს С-300-ის სისტემის  რუსული საზენიტო რაკეტები. ბრძანება ხსნის აკრძალვას რფ-ის ტერიტორიაზე სატრანზიტო გადაზიდვაზე, რფ-ის ტერიტორიიდან ირანში გატანაზე და ასევე რფ-ის სახელმწიფო დროშიანი საზენიტო რაკეტების ირანისთვის გადაცემაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმავე დღეს განაცხადეს, რომ ვაშინგტონი  თეირანისთვის С-300-ის გადაცემის წინააღმდეგია. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა ბრიფინგზე განაცხადა.