სამართალი
„აბულაძე აცხადებს, რომ პოლიციელებზე თავდასხმაში, არც ბორჯომში და არც თბილისში მონაწილეობა არ მიუღია. ის ამბობს, რომ მკვლელი თავისუფლებაზეა!”

abulaZe-samart-3საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ შალვა აბულაძის ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ განაცხადა, რომლის თქმითაც ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა აბულაძემ  სასამართლოში პოზიცია ზეწოლის შედეგად დააფიქსირა.

შალვა აბულაძე ამბობს, რომ ეკუთვნის აყვანის ადგილიდან ამოღებული „მაკაროვის" სისტემის იარაღი და ხელყუმბარა. ადგილზე ამოღებული „გლოკის" სისიტემის იარაღი მას არ ეკუთვნის. აბულაძე აცხადებს, რომ პოლიციელებზე თავდასხმაში, არც ბორჯომში და არც თბილისში მონაწილეობა არ მიუღია. ის ამბობს, რომ მკვლელი თავისუფლებაზეა. შალვა აბულაძე, შეიძლება ითქვას, რომ ნაწამებია, დაკავების ოქმში კი მის სხეულზე არსებული დაზიანებები აღწერილი არ არის. მას ვიზუალურად ეტყობა სილურჯეები სახეზე და სხეულზე. ამ დრომდე გრძელდება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას არ გააჩნია ელემენტარული არსებობისთვის შესაბამისი პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მის ახლობლებს კი არ აძლევენ ამანათის შეგზავნის შესაძლებლობას. გამოძიება გვეუბნება, რომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის დღეს კვლავ მოხდა შეტაკება მკვლელობაში ბრალდებულსა და პოლიციას შორის. გამოძიება გვეუბნება ასევე, რომ ადგილზე იპოვეს ხელჩანთა, რომელშიც იდო ვითომდა პარიკი, რეალურად კი ჩანაწერში ჩანს, რომ ეს არის სპექტაკლი", - აცხადებს არჩილ ჩუბინიძე.