ადეიშვილი ინტერპოლმა ძებნილთა სიიდან ამოიღო
საქართველო, 15 აპრილი,
საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი
ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის ოფიციალურ ვებგვერდზე წითელი ცირკულარით ძებნილთა შორის უკვე რამდენიმე დღეა აღარ ჩანს. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია ადეიშვილის ადვოკატს.
ოთო კახიძე ინტერპოლის სამდივნოდან ოფიციალურ დოკუმენტს ელოდება, თუმცა ამბობს, რომ ინტერპოლში ყველა დოკუმენტი გაგზავნილია იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს ყოფილი იუტიციის მინისტრის საერთაშორისო ძებნილად ყოფნის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა არც საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შსს-ში. როგორც ცნობილია, ამ ორი უწყების მოთხოვნით ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში 2013 წელს ჩასვეს.