სამართალი
“რატომ არ ეძახით პროკურატურაში მამუკა ხაზარაძეს?!“

mamuk-samart-1საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე მზადაა, რესპონდენტ შალვა აბულაძის შესახებ ისაუბროს, თუმცა, მოითხოვს, რომ მამუკა ხაზარაძეც დაიკითხოს პროკურატურაში.

მივმართავთ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და პაატა ღაძაძეს, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინათ ლავრენტი ბერიას პენსნეთი გამოგვეცხადა და ენის ბორძიკით ძლივს ჩაიკითხათიბისი ბანკის" საგანგებო განცხადება - აქაოდა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძესა და ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს შორის კავშირი გამოარკვიეთ და ჩუბინიძე დაჰკითხეთო!

ბატონებო, დაკითხვისთვის კი არა, ყარა-ყორუმში ჩასასვლელად ვარ მზად და ის, რაც ჩემმა რესპონდენტმა - ძებნილმა შალვა აბულაძემ საგაზეთო ინტერვიუებში განმიცხადა, შემიძლია, სიტყვასიტყვით გავიმეორო,მაგრამ მაინტერესებს, როდის გამოიძახებთ პროკურატურაში და როდის დაჰკითხავთ მამუკა ხაზარაძეს იმ საქმეების გამო, რომლებზეც გამოძიება უკვე დასრულებულია?!

თუ მთავარმა პროკურორმა - პატივცემულმა ბადაშვილმა არ იცის, შევახსენებთ, რომ „ცეკავშირის" შენობის უკანონოდ მითვისება-მიტაცების ფაქტზე ყველა საგამოძიებო მოქმედება დამთავრებულია, საქმეში აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძის ბრალეულობა და გეკითხებით, რატომ არ ეძახით პროკურატურაში ხაზარაძეს? რატომ ამუხრუჭებთ და რატომ გაქვთ თაროზე შემოდებული ანაბრების საქმე, სადაც ასევე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მამუკა ხაზარაძეა და ბოლოს, რატომ ბლოკავთ ბორჯომის უნივერმაღის ფაქტზე აღძრულ საქმეს? კატეგორიულად მოვითხოვთ, გამოვიდნენ ხაზარაძე, ჯაფარიძე, ღაძაძე და განმარტონ, რას ნიშნავს ის უმსგავსობა, როცა ბანკი არემონტებს პოლიციის შენობას და კიდევ რა ფარული შეთანხმებები არსებობს მამუკა ხაზარაძის „თიბისი ბანკსა" და პოლიცია-პროკურატურას შორის!"- წერს ჟურნალისტი.