აქტუალური
ნიკოლოზ მჟავანაძე: „ადამიანებს, რომლებსაც იჭერდნენ, „თიბისი ბანკი" აძლევდა სესხებს, რათა ამ ფულით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ“

bank-aqtual-3საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება ნიკოლოზ მჟავანაძემასავალ-დასავალთან" საუბარში გააკეთა, სადაც მამუკა ხაზარაძის მიერ კოალიციის შექმნის საკითხზე საუბრობდა.

ხაზარაძე გარკვეულ ბიზნესობიექტებთან უკვე მოლაპარაკებას აწარმოებს. ერთ-ერთი მისი პარტნიორი ამ კოალიციაში იქნება ის ბიზნესმენი, რომელმაც უკვე ღიად გამოთქვა თავისი უკმაყოფილება... სააკაშვილის დროს, როცა ქვეყანას ატყავებდნენ, ამ ხალხს, ამ ბიზნესმენებს, მაშინ ხმა არ ამოუღიათ, რადგან იყვნენ და დღესაც არიან სააკაშვილის მონები. აი, ავიღოთ, მაგალითად, ლარის კურსი. ხაზარაძე, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა საბანკო ბიზნესში, ლარის კურსზე მანიპულაციას ადვილად შეძლებს, თუ მას გვერდით დაუდგებასაქართველოს ბანკი" - გილაურის ძმის ბანკი. მაგათ თუ მოინდომეს, ლარს გადააქცევენშლარად". მერწმუნეთ, ამ ხალხს ბევრი რამ შეუძლია და ლარის გაუფასურებაში შესაძლოა ამ ჯგუფის ხელიც ერიოს.

სააკაშვილის დროს მამუკა ხაზარაძე იყო ბიზნესტერორის ერთ-ერთი ავტორი. კერძოდ, ადამიანებს, რომლებსაც იჭერდნენ, „თიბისი ბანკი" აძლევდა სესხებს, რათა ამ ფულით საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინათ. ამ სესხების სანაცვლოდ, „თიბისი ბანკში" იტვირთებოდა უძრავი ქონება და ბიზნესები.

გავიხსენოთ, როგორ წაართვა ანზორ ქოქოლაძეს მამუკა ხაზარაძემ „ელიტ ელექტრონიქსი", გავიხსენოთ, როგორ გადაიფორმა ხაზარაძემ ბანკი „კონსტანტა". აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ხაზარაძემ „რუსთავი-2"-ის ეთერით შეურაცხყოფა მიაყენა და ცილი დასწამა „ასავალ-დასავალის" რესპონდენტებს, რომლებიც „კგბ"-ს გენერლებად და დამნაშავეებად გამოაცხადა...", - განაცხადა მჟავანაძემ.