აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

batalion-aqtual-2საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი.  150 ქართველ სამხედროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე  6 თვის განმავლობაში   მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 51-ე ბატალიონის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.