საზოგადოება
„მამუკა ხაზარაძე ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ სააკაშვილის მონა-ბიზნესმენებს აბუნტებს!“

bunt-sazog-2საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ნუ დაგვავიწყდება ის ამბავიც, რომ დღევანდელი პოლიცია ჯერ კიდევ გადაჭედილია სააკაშვილ-ხაზარაძის ზონდერებით, რომლებიც ნებისმიერი პროვოკაციის მოსაწყობად მზად არიან!- ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი" წერს. გამოცემის ინფორმაციით, კრიმინალური წარსულის მქონე შალვა აბულაძის წინააღმდეგ მამუკა ხაზარაძე ყველანაირი მეთოდით იბრძოდა. გაზეთი წერს, რომ გასარკვევია, რა მოხდა სინამდვილეში ლიკანსა და თბილისში და ხომ არ არის კავშირი ხაზარაძე-აბულაძეს დაპირისპირებასა და პოლიციელების მკვლელობას შორის.

„დანაშაულთან ბრძოლის საუკეთესო პრევენცია გახლავთ იმ უწყებების დამნაშავეთაგან გაწმენდა, რომლებიც კრიმინალს ებრძვიან. ვთხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, რაც შეიძლება ჩქარა გაასუფთაოს სისტემა სააკაშვილ-ხაზარაძე-ხვედელიანის ზონდერ-კადრებისგან და ვიდრე ახალ-ახალი უბედურებები დატრიალებულა, დააპატიმროს მამუკა ხაზარაძე, რომელიც, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახლა უკვე სააკაშვილის მონა-ბიზნესმენებს აბუნტებს საქართველოს ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ!",- წერს გაზეთი.