საზოგადოება
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. რეზო ამაშუკელი ”ნაციონალური მოძრაობის” დასჯის მოწოდებით გამოდის და მათ გასამართლებას სტადიონზე აპირებს:
”მაგათ გაკოჭილებს რომ დაყრიან შუა სტადიონზე, სანამ თითო წიხლს არ ჩავაზელ ყველას, მანამდე უფალი არ მიმიღებს. სწორედ სტადიონზე უნდა გასამართლდნენ ეგენი. ამ ვნების კვირაში პირდაპირ ვაცხადებ: მჭირდება ერთი გვამი - მიხეილ სააკაშვილი! მართალია, ეს გვამი ახლა კარგა მაგრად დარბის, მაგრამ დადგება დრო, როცა ეს გვამი სირბილს შეწყვეტს. მაგისთვის სამუდამო პატიმრობა იქნება ციდან ჩამოსული მანანა და მაგას წამებით უნდა ამოხადო სული”, - აცხადებს რეზო ამაშუკელი.