პოლიტიკა
„მამუკა ხაზარაძემ ბესიკ ხარძიანს დახმარებაზე უარი უთხრა“

besik-polit-2საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. „ასავალ-დასავალი" 2012 წლის 10-16 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუს იხსენებს. ინტერვიუში ბესიკ ხარძიანი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძემ დახმარებაზე უარი უთხრა მაშინ, როდესაც მისგან ადეიშვილის პროკურატურა 5 მილიონს ითხოვდა. „საქართველოში ჩამოვუარე ყველას, ვისაც ფული ჰქონდა, ვთხოვე ბეჟუაშვილსაც, ვთხოვე მამუკა ხაზარაძესაც, 5მილიონი გადამიხადეთ დაკუს ტბის" 50 პროცენტს დაგითმობთ-მეთქი. როცა ვთავაზობდი ამ წინადადებას,ყველას მოსწონდა და თანახმა იყვნენ, მაგრამ მეორე დღეს უარს მეუბნეოდნენ".

ხაზარაძისა და სააკაშვილის კარის სხვა ბიზნესმენებისაგან ზურგნაქცევმა და ნაუარევმა ბესო ხარძიანმა პროკურატურისათვის ჩასარიცხი 5 მილიონი დოლარი, საბოლოო ჯამში, ბრიტანელ ბიზნესმენ სტეფან პინტერისაგან ისესხა. 2008 წელს პინტერმა ხარძიანს ვალის დაბრუნება რომ მოსთხოვა, ქართველი ბიზნესმენი საშველად ისევ თანამემამულე კოლეგებს მიადგა, მაგრამ კვლავ ამაოდ: „ისევ ჩამოვუარე მამუკა ხაზარაძეს და სხვა ბიზნესმენებს, ეს ვალი გამასტუმრებინეთ და „კუს ტბაში" 10-პროცენტიანი წილი დამიტოვეთ, დანარჩენი თქვენი იყოს-მეთქი, მაგრამ არაფერი გამომივიდა",- წერს „ასავალ-დასავალი".