აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანია, რომელმაც 2016 წლის არჩევნებში პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის სურვილი გამოთქვა, აშშ-ის ისტორიაში შესაძლოა ყველაზე ძვირადღირებული აღმოჩნდეს
საქართველო, 14 აპრილი,
საქინფორმი. ის თავისი მომხრეების, ასევე დემოკრატიული პარტიისგან
2.5 მლრდ დოლარის სახსრების მიზიდვას აპირებს. ამის შესახებ
ნიუ იორკ თაიმსი წერს. უწინ გაზეთი „
უოლ სტრიტ ჯორნალი“ იუწყებოდა, რომ კლინტონი 1 მლრდ დოლარის თანხაში ჩატევას იმედოვნებდა, რაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი
ბარაქ ობამას 2012 წლის წინასაარჩევნო ბიუჯეტს აღემატებოდა (
716 მლნ დოლარი).
12 აპრილს კლინტონმა, როგორც მოსალოდნელი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას აპირებს. „საპრეზიდენტო მარათონში ვერთვები. ამერიკელებს ყოველდღე სჭირდებათ ჩემპიონი. მე მინდა ეს ჩემპიონი ვიყო“, - განაცხადა კლინტონმა ორწუთიან რგოლში ლოზუნგით „ჰილარი ამერიკისათვის“, რომელიც მის ფეისბუქ-გვერდზე განთავსდა. კლინტონის წინასაარჩევნო ტურნე დღეს, 14 აპრილს, აიოვას შტატიდან დაიწყება.