უცხოეთი
ჩეხეთის მოქალაქეებს ამერიკელი სამხედროებისთვის ბოსტნეულის დაშენა აუკრძალეს

zarub-2საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. პომიდვრებისა და კვერცხების დაშენა ჩეხეთის ტერიტორიაზე გამავალი აშშ-ის სამხედრო კონვოისთვის თავის მოქალაქეებს ჩეხეთის ხელისუფლებამ აუკრძალა. „ჩეხეთის ტელევიზიის ეთერში გაკეთებული განცხადებების თანახმად, ქვეყნის მოქალაქეები გაფრთხილებული იყვნენ, რომ არ დაეშინათ პომიდვრები და კვერცხები ამერიკული შეიარაღების კონვოისთვის. ამ პუნქტისადმი  ნებისმიერი დაუმორჩილებლობა 3-წლიანი პატიმრობით ისჯება“, - მოჰყავს gazeta.ru-ს ცნობის ტექსტი.

აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეთა კონვოი Dragon Ride ბალტიის ქვეყნებში წვრთნების დასრულების შემდეგ გერმანიაში ბრუნდება.