სამართალი
შალვა აბულაძე: “ჩემი პირველი და ყველაზე დიდი მტერი იყო მამუკა ხაზარაძე!”

samart-3-mtavarსაქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ სასამართლო პროცესზე, ადვოკატის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, განაცხადა, რომ მისი პირველი და ყველაზე დიდი მტერი მამუკა ხაზარაძე იყო. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის გამოა ამ მდგომარეობაში (ვიდეო იხ. აქ).
ადვოკატმა აღნიშნა, რომ სურს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, რადგან თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. ადვოკატი იმედოვნებს, საპატიმროში მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრთხე არ დაემუქრება.

ჩემი 19 წლის ორსული საცოლე აწამეს… ფერმძიმა! ჩემს სასტუმროში „ლიმონკები" შეყარეს.... ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაშისაფრთხე არ მემუქრება?! ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ...", - განაცხადა შალვა აბულაძემ.

samart-3-qve