აქტუალური
ლევან იზორია: „პოლიციელს, თავდაცვითი ან პრევენციული ღონისძისებებისთვის, უნდა ჰქონდეს იარაღზე ხელის დადების უფლება“

aqtual-3საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ ტელეკომოპანია "იმედის" ეთერში საუბრისას გააკეთა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლიციელთა უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრძანების პროექტი მომზადდა.

ჩვენ ბრძანების პროექტი გვაქვს მომზადებული, სადაც განისაზღვრა, რომ თითოეულ შემთხვევაში პოლიციელთა რაოდენობა იმ პირთა რაოდენობაზე მეტი უნდა იყოს, ვისი შემოწმებაც ან დაკავება ხდება, რათა ასეთი საფრთხეები თავიდან ავიცილოთ. ასევე უნდა განისაზღვროს მეკონტაქტე და დამცავი პოლიციელი. შესაბამისად, უნდა განისაზღვროს უფლებამოსილება, რომ მას თავდაცვითი ან პრევენციული ღონისძისებებისთვის ჰქონდეს იარაღზე ხელის დადების უფლება და სწრაფი რეაგირების საშუალება. დღეს მოქმედი კოდექსით, თუკი პირი ცეცხლსასროლ იარაღს უკანონოდ შეიძენს, გათვალისწინებულია ჯარიმა და თავისუფლების გარკვეული ვადით აღკვეთა, ასევე იარაღის უკანონო ტარებაზე გათვალისწინებული ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 3-დან 5-წლამდე. პროექტით ჩვენ ჯარიმას ვაუქმებთ და ვაწესებთ თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ და მაქსიმალურ ზღვარს", - განაცხადა ლევან იზორიამ.