აქტუალური
„ჩვენ კვლავ გადავბუგავთ ამერიკას - „ისლამური სახელმწიფო“ 11 სექტემბერის ტერაქტის გამეორებითა და ბარაქ ობამას თავის მოკვეთით დაიმუქრა

aqt-2-mtavariსაქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა განაცხადეს, რომ აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს გაიმეორებენ. ამის შესახებ 11 აპრილს „ტასი“ იუწყებოდა ორგანიზაცია SITE-ზე დაყრდნობით, რომელიც ინტერნეტში ექსტრემისტების აქტიურობას შეისწავლის.

ისლამისტების განცხადებები გაერთიანებულია ჰეშტეგით „ჩვენ კვლავ გადავბუგავთ ამერიკას“. აქციის პირველი დღე-ღამის განმავლობაში ამ სიტყვათშეთანხმების გამოყენების მრავალჯერადობამ 15 ათასს მიაღწია. პოსტები შეიცავენ გადასასვლელ ბმულებს 11 სექტემბერის ტერაქტესა და დასავლეთის ქვეყნებში განხორციელებულ სხვა ცალკეულ შეტევებზე. ამასთან, საუბარია ახალი მასშტაბური ტერაქტების განხორციელების გეგმებზე.

ამგვარად, „ისლამური სახელმწიფო“ (ექსტრემისტული სუნიტური ორგანიზაცია, რომელმაც თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია დიდი რეგიონები სირიასა და ერაყში) აგრძელებს პროპაგანდისტულ ომს მასობრივი მკვლელობებისა და ტერორისტული საქმიანობის პარალელურად. ახალ მულტიპლიკაციურ რგოლში, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეთა შორის გავრცელდა სოცქსელებში, ნაჩვენებია ბოევიკი, მეტსახელად ჯიჰადისტი ჯონი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამასთვის თავის მოსაკვეთად ემზადება, ის კი დანდობას სთხოვს. ჯიჰადისტი ჯონი, რომელსაც სპეცსამსახურები მუჰამედ ემვაზის სახელით იცნობენ, ქუვეიტური წარმოშობის ბრიტანელი, მულტფილმში ობამას „ებრაელების ჯორცხენას“ ეძახის.

aqt-2-qvemot