საზოგადოება
ეროსი კიწმარიშვილის პისტოლეტზე უცხო პირის დნმ-ს არსებობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ დაადასტურა
sazog-3საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. ეროსი კიწმარიშვილის ძმის, ზურა კიწმარიშვილის განცხადებით, დნმ-ს იდენტიფიცირებისთვის გამოძიებამ სატელეფონო ანძების შემოწმება დაიწყო, თუმცა, ვისი გენეტიკური მასალა აღმოჩნდა იარაღზე, რომლითაც ეროსი კიწმარიშვილი გარდაიცვალა, ჯერ პროკურატურამ ვერ დაადგინა. ზურა კიწმარიშვილის განცხადებით, პროკურატურამ უკვე მოახდინა 10-მდე პირის გენეტიკური ანალიზის შედარება იარაღზე აღმოჩენილ დნმ-თან. ასევე, გამოძიებამ ის პირები შეამოწმა, ვინც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი პირველად ნახეს. კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საკვლევი ობიექტების რიცხვის გაზრდას ითხოვს.