საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა შალვა აბულაძის პატიმრობაში დატოვების შესახებ

sazog-2საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლო შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია, რომ 2015 წლის 11 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა და დააკმაყოფილა თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების თაობაზე. აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2015 წლის 24 აპრილს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.

შალვა აბულაძეს ბრალად ედება პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი), პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (2 ეპიზოდი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება). ღია სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულ შალვა აბულაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეფარდებულ პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე თავად ბრალდებული", - ნათქვამია განცხადებაში. სასამართლო პროცესზე აბულაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება და ეს თავად ბრალდებულმაც გაიზიარა.