პუტინი - წლის ადამიანი 2015: ამერიკული ჟურნალი „TIME“-ის ვერსიით რუსეთის პრეზიდენტი პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანია
საქართველო, 14 აპრილი,
საქინფორმი. ამერიკული ჟურნალი „Time“-ის მკითხველებმა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პერსონების რეიტინგი შეადგინეს.
მასში პირველი ადგილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკავია.
პუტინს ხმა მისცა ჟურნალის საიტისა და სოცქსელებში მისი წარმომადგენლობების მნახველთა 6.9%-მა.
ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა პოლიტიკოსების პროცენტული მაჩვენებლები
- ბარაქ ობამამ მე-11 ადგილი დაიკავა (1.4%),
ანგელა მერკელმა -
25-ე (0.9%).
პირველ ათეულში მოხვდა დალაი-ლამა (მე-7 ადგილი), უფლებათადამცველი მალალა იუსუფზაი (მე-8), რომის პაპი (მე-10). შედეგების ნახვა შესაძლებელია Time-ის საიტზე.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ნოემბერში პუტინი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგის სათავეში მოექცა ჟურნალ „ფორბსის“ ვერსიით.