პოლიტიკა
აშშ-მა საქართველოს 74 ავტომანქანა გადასცა

Sssამერიკის საელჩომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 74 ავტომანქანა გადასცა.
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მიმდინარე ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, 2 მილიონი დოლარის ღირებულების საჩუქარი მილიარდიანი დახმარების მხოლოდ ერთი ნაწილია. 74 ავტომანქანა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის რაიონულ განყოფილებებს გადაეცემა.
ავტომანქანების გადაცემის ცერემონიას ამერიკის ელჩი ჯონ ბასი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ესწრებოდნენ.