უცხოეთი
პუტინი გაზის საკითხში უკრაინასთან დათმობებზე მიდის

put-zar-2საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მხარი დაუჭირა გაზპრომის წინადადებას, არ დააჯარიმონ უკრაინა ნაკლები გაზის შესყიდვის გამო. „უკრაინის რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პარტნიორებს ხელი უნდა გავუწოდოთ. და კიდევ ერთი მომენტი - უნდა უზრუნველვყოთ გაზის უწყვეტი მიწოდება ყველა პარტნიორისათვის“, - განაცხადა პუტინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს „რაიმე ბერკეტად ეკონომიკურ ბმებს იმ საკითხების გადასაჭრელად, რომლებიც ეკონომიკას არ უკავშირდება“.

„გაზპრომის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა, რომ გაზზე ჯარიმები კიევისთვის 1 აპრილიდან შეჩერებულია.