სამართალი
ჯანელიძე: „დაუსჯელი ჩვენს ქვეყანაში ვერ იქნება. ყველას საკადრისი პასუხი მიეზღვება“

mindi-samart-3საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ქაშუეთის ეკლესიაში გარდაცვლილი პოლიციელი ბექა მარგიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. მინისტრის დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანებში დანაშაული გაიხსნება.

„ვუსამძიმრებ გარდაცვლილი გმირი პოლიციელის ოჯახს. ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანებში ეს დანაშაული გაიხსნება, დამნაშავე საკადრისად დაისჯება და ვერავინ, ვინც ხელს აღმართავს პოლიციის წინააღმდეგ, დაუსჯელი ჩვენს ქვეყანაში ვერ იქნება. ყველას საკადრისი პასუხი მიეზღვება“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.