სამართალი
თბილისში ნიგერიის 4 მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
nigeria-samart-1საქართველო, 10 აპრილი, საქინფორმი. გუშინ საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული ვაჟა ფშაველას გამზირზე, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ნიგერიის 4 მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამის სტუდენტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ერთი სტუდენტის სიკვდილის მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლიდან მხუთავი აირის გაჟონვა გახდა. გარდაცვლილთა მეგობრების თქმით, სტუდენტები გუშინ გაუჩინარდნენ, დღეს კი მათმა მეგობრებმა პოლიციას მიმართეს. სამართალდამცველებმა კი დროებითი საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრიეს. ცხედრები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.