პოლიტიკა
საქართველოს უნივერსიტეტმა ამერიკული ინვესტიცია მიიღო

saqart-univerსაქართველოს კერძო განათლების სისტემაში უპრეცედენტო ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოს უნივერსიტეტმა ამერიკის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციისგან 12 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო. როგორც საქართველოს უნივერსიტეტიდან საქინფორმს აცნობეს, თანამშრომლობის ხელშეკრულებას „ოპიკ“-თან დღეს აფორმებენ. უნივერსიტეტის ინფორმაციით, მოზიდული თანხის მოხმარებას ინფრასტრუქტურისა და აკადემიური პროგრამების განვითარებისთვის გეგმავენ. „ოპიკს“ ინვესტიციის განსახორციელებლად ძალიან მკაცრი კრიტერიუმები და მოთხოვნები ჰქონდა. საქართველოს უნივერსიტეტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი საერთაშორისო სტანდარტების უნივერსიტეტია და ამით შეძლო ზემოაღნიშნული ინვესტიციის მოზიდვა,”- საქინფორმთან საუბრისას განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა მანანა სანაძემ.