უცხოეთი
ხელი მოეწერა დეკლარაციას ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ „მარშრუტებისა და წყაროების დივერსიფიკაციების ეკონომიკურად გამართლებული გზების“ შექმნაში თურქეთიდან ევროპის ქვეყნებში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის. „გაზპრომის“ პროექტში მონაწილეობის კონკრეტულ საკითხებს თითოეული ქვეყანა ცალკე განიხილავს.
გაზსადენის მარშრუტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თებერვალში, უნგრეთში ვიზიტისას მოიწონა, რუსეთიდან შავი ზღვის ფსკერზე, თურქეთის გავლით, ავსტრიული ბაუმგარტენეს ჰაბამდე აიგება. პროექტი გაზსადენ „სამხრეთის ნაკადის“ ალერნატივას წარმოადგენს, რომელზეც გაზპრომმა უარი თქვა ევროკომისიის მხრიდან წინააღმდეგობის გამო.