უცხოეთი
უკრაინა ნატოსთან ორ შეთანხმებას მოაწერს ხელს

iac-zar-1-anსაქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. უკრაინა ნატო-სთან ორ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. პირველი დოკუმენტი - კომუნიკაციისა და ინფორმაციის მემორანდუმი იქნება, ხოლო მეორე - შეთანხმება თანამშრომლობის სფეროში.
მემორანდუმის თანახმად. უკრაინა ნატო-სთან „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის ფარგლებში ითანამშრომლებს კონსულტაციის, კომუნიკაციის, დაზვერვისა და ზედამხედველობის საკითხებში.

მეორე დოკუმენტი კი ითვალისწინებს პროექტების განხორციელებას, სამხედრო-ტექნიკურ, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ახალი კომუნიკაციების სფეროებში.
იაცენუკის განცხადებით, უკრაინის არმიამ ძლიერება უნდა აღიდგინოს და „მსოფლიო მშვიდობისთის მებრძოლ ძალებად“ იქცეს.