სამართალი
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური სასწავლო პროგრამის დამამთავრებელი ცერემონია ჩატარდა

air-samart-1საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. სწავლების პირველი ეტაპი - სასწავლო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიმდინარე წლის 17 იანვრიდან 15 მარტის ჩათვლით განხორციელდა და მასში შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხუთი თანამშრომელი მონაწილეობდა. სწავლების მეორე ეტაპი აშშ-ში გადამზადებული ინსტრუქტორების მიერ საქართველოში, სხვადასხვა სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში ჩატარდა. სასწავლო პროგრამის დასრულების ცერემონიას შსს-ს საპატრულო პოლიციის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების, აგრეთვე, აშშ- სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენლები დაესწრნენ.

სასწავლო პროგრამა ჩატარდა კინოლოგიური პროექტის ფარგლებში, რომელიც 2013 წლიდან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს.