აქტუალური
ჯანელიძე: „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი დასრულების სტადიაშია“

dok-aqtual-3საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ თავდაცვის უწყება სამომავლო გეგმებს გადახედავს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილებებსაც შეიტანს. მინისტრის განმარტებით, ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესაბამისად მოხდება დოკუმენტის განახლება და ახალი დოკუმენტის მიღება. ჯანელიძემ ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმპლემენტაციის პროცესს საქართველოში ნატო-ს ექსპერტთა მუდმივი ჯგუფი დააკვირდება.

დასრულების სტადიაშია საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების პროცესი, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზიების მართვის საბჭო. „მინდა მადლობა მოგიხადოთ ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის და კოორდინაციის წესის მხარდაჭერისთვის. ამ კანონის რეგულაციის შესაბამისად მოხდება დოკუმენტის განახლება, ახალი დოკუმენტის მიღება და შესაბამისად თავდაცვის უწყების მხრიდან მოხდება სამომავლო გეგმების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება მასში სათანადო ცვლილების შეტანა", - განაცხადა ჯანელიძემ.