აქტუალური
ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ სამეთაურო-საშტაბო სწავლება „რაბათი 2015“ JCATS-ის გამოყენებით მიმდინარეობს

krwanisi-aqtual-2საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. ეროვნულ სასწავლო ცენტრს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე სწავლების მიმდინარეობის პროცესს, შტაბების მუშაობას გაეცნო და მონაწილეებს რეკომენდაციები მისცა.

სწავლება გასულ კვირას დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. გაერთიანებული კონფლიქტებისა და ტაქტიკის სიმულაციური სისტემის გამოყენებით სამეთაურო საშტაბო სწავლებაში წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. სწავლების დასასრულს, მართვისა და კონტროლის შეფასება, საბრძოლო ფუნქციების ინტეგრირება და ზემდგომ და მეზობელ ქვედანაყოფებთან კოორდინაციის შეფასება მოხდება.

აღნიშნული სწავლება  დიდგორი  2015“-ის მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს.