საზოგადოება
ქართულ-რუსულმა საზოგადოებრივმა ცენტრმა კავკასიის ქვეყნების არასამთავრობო ორგანიზაციებს უმასპინძლა

kavk-sazog-1-analit-2საქართველო, 9 აპრილი, საქინფორმი. 3- 4 აპირლს, თბილისში, ქართულ - რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ოფისში გაიმართა საქართველოს, რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის არასამთარობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენელთა შეხვედრა.

შეხვედრაზე განხილული იყო ის საერთაშორისო პროექტები, რომელთა განხორციელებაც წარმოდგენილ არასამთავრობო ორგანიზაციებს დაგეგმილი აქვთ 2015 წლისათვის და რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებრივი და აკადემიური სტრუქტურების გაძლიერებას სახელმწიფო პოლიტიკური გადაწყვეტლებების მიღების პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ქართულ - რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ოფისში 3 აპრილს გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით -  „საჯარო დიპლომატია კავკასიაში, როგორც სტაბილურობის ფაქტორი და საერთაშორისო დიალოგის საშუალება“ - შეხვედრას უცხოელ სტუმრებთან ერთად  ქართველი ექსპერტები და პოლიტოლოგები ესწრებოდნენ. ღონისძებაზე სიტყვით გამოვიდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტეორი  ალექსანდრე რუსეცკი ( თემა: „საჯარო დიპლომატია კავკასიაში და მოლაპარაკებების პროცესები“), მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე (თემა: ეროვნული ინტერესები და გლობალური ტენდენციები ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორბიტაზე), ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის წევრი - გიორგი მდივანი (თემა: ახალგაზრდული საზოგადოებრივი ინიციატივები კავკასიაში).

მოხსენებების შემდგომ მრგვალი მაგიდა დიალოგის რეჯიმში გაგრძელდა - მოწვეულმა სტუმრებმა ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.

დღის მეორე ნახევარი საერთაშორისო ფონდებს დაეთმო, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ.

4 აპრილს უცხოელი სტუმრებისთვის ქალაქ მცხეთაში მოეწყო ექსლკურსია, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ჯვრის მონასტერი და XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი.

მოგვიანებით ქართულ  - რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ოფისში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით - სახელმწიფო და საზოგადოება ცვალებად სამყაროში.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: სომხეთის რეგიონული კვლევითი ცენტრის წარმომადგენელი ჯონი მელიკიანი (თემა: კვლევითი ცენტრების როლი საზოგადოებრივი აზროვნების ფორმირებაში და სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში - საქართველოსა და სომხეთის მაგალითზე), გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი , ნანა დევდარიანი (თემა: დასავლური და აღმოსავლური სამოქალაქო საზოგადოების მოდელი - შესაძლებლობები და გამოწვევები საქართველოსთვის), სასწავლო-სამეცნოერო ფონდი „ნორავაკის“ ექსპერტი სერგეი სარქისიანი (თემა: საზოგადოებრივი აზრის ფორმირება - საინფორმაციო - ანალიტიკური ასპექტი), ქართულ - ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი კობა კუპრაშვილი (თემა: ბიზნეს-ელიტები საგარეო და საშინაო პოლიტიკაში).

მრგვალი მაგიდის შემდგომ ქართველი სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პოლიტოლოგებისთვის საერთაშორისო მასშტაბის ახალგაზრდული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.