უცხოეთი
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი დააკავა

armen-zar-3საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ერევანში დააკავეს რადიკალური ოპოზიციური ორგანიზაცია ,,დამფუძნებელი პარლამენტის“ ლიდერი ჟირაირ სეფილაინი. მასთან ერთად დაკავბულია მისი ძმა - ტოროს სეფილიანი და მოძრაობის რამდენიმე ლიდერი. ოფიციალური ინფორმაციით, ოპოციური პარტიის ოფისში ჩხრეკის ჩატარების მიზეზი 24 აპრილს სომხეთის გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი აქცია გახდა. უშიშროების და საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აქციაზე მოსალოდენილი იყო დესტაბილიზაცია და პროვოკაცია, რაც იმის მიზეზი გახდებოდა, რომ ქალაქში არეულობა დაწყებულიყო. რასაც ოპოზიცია ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებდა. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსალოდენელ არეულობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სეფილიანის დაკავებას უკვე უწოდეს სარქისიანის მხრიდან მთავარი ოპოზიციონერის დაკავება. საქმე ის არის, რომ სეფილიანს ყარაბაღის ბრძოლებისთვის რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული.

სეფილიანი ლიბანის დედაქალ ბეირუთშია დაბადებული. ლიბანის სამოქალო ომის დროს სომხური დიასპორის თავდაცვაში მონაწილეობდა. მთიან ყარაბაღში საომარ მოქმედებებში 1991 წლიდან ჩაერთო. შემდეგ უკვე ,,მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში" თავდაცვის სამინიტროს სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 2000 წლიდან ის სომხეთში გადავიდა და მოქმედი ხელისუფლების აქტიური ოპოზიციონერი გახდა.