საზოგადოება
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე კუთვნილი შენობიდან სამხატვრო სკოლის შენობაში გადავიდა. როგორც საქინფორმის კორესპონდენტმა გაარკვია, სასახლის შენობას კონტროლის პალატის მესვეურებმა დაადგეს თვალი და შესაბამისი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შემდეგ იქ დაბინავდებიან. სხვა ინფორმაციით, მოსწავლე-ახალგაზრდობის შენობაში ერთ-ერთი ჯერჯერობით უცნობი სამთავრობო უწყება გადავა.
ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს, თუმცა ფაქტია, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინვენტარი და აღჭურვილობა სამხატვრო სკოლის შენობაშია გადატანილი. როგორც ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი ზაზა ლეკვეიშვილი აცხადებს, ისინი დროებით იკავებენ სამხატვრო სკოლის მესამე სართულს.