შსს-მ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
საქართველო, 8 აპრილი,
საქინფორმი. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
ლევან ქ. მკვლელობის ბრალდებით მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდაში დააკავეს.
ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, საღამოს საათებში, სოფელ მამკოდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბესარიონ დ-ს გულმკერდისა და კისრის არეში დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბესარიონ დ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.